ატალანტა 21/01/2018 15:30 ნაპოლი

კატეგორია 'თამაშების ანონსი' started by თემური, იან 18, 2018.

  1. თემური

    თემური Moderator ® აღსანიშნავი წევრი მოდერატორი ფორუმელი

    [​IMG]
    სერია A-ში 2 კვირიანი შესვენება იყო და „ნაპოლისა“ და „იუვეს“ საჩემპიონო მარათონი კვირიდან გაგრძელდება.


    მაურისიო სარის „პარტენოპეი“ საკმაოდ შორს - იტალიის სამხრეთიდან ჩრდილოეთში ჩადის და „ატალანტას“ უპირისპირდება.


    თანაც „ნერაძური“ ნეაპოლელებისთვის უხერხული მეტოქეა და მასთან ბოლო 4-დან 3 მატჩი წაგებული აქვს.


    ბოლო მატჩი დაახლოებით 20 დღის წინ გაიმართა, როცა 2 იანვარს იტალიის თასის 1/8 ფინალური მატჩი „სან პაოლოზე“ შედგა და იგი „ატალანტამ“ 2:1 მოიგო, რითაც შემდეგ ეტაპზე გავიდა.


    გუნდებს შორის გამართული ბოლოდროინდელი დაპირისპირებები ძირითადად შედეგიანი გამოდის.


    ასე მაგალითად, პირველი წრის მატჩი „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო, თასის მატჩის ანგარიში უკვე ვახსენეთ.


    ასე რომ, დაბალშედეგიანი მატჩი არც ეს უნდა გამოვიდეს და სავარაუდოა, რომ გულშემატკივარი სულ მცირე 2 გოლს მაინც იხილავს.


    მსაჯი:


    სავარაუდო შემადგენლობები და დანაკლისები Gazzetta dello Sport-ის მიხედვით:


    ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - ჰატებური, კრისტანტე, ფროილე, სპინაცოლა - ილიჩიჩი - გომესი, პეტანია.


    ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალიეხონი, ინსინიე, მერტენსი.


    სავარაუდო პროგნოზი: 1.5 მეტი გოლი - 1.3 კოეფიციენტი
     

Share Page