გლობალური $_SERVER ცვლადები PHP – ში

კატეგორია 'PHP' started by siamski, თებ 7, 2018.

  1. siamski

    siamski Active Member ® აღსანიშნავი წევრი ადმინისტრატორი მოდერატორი ფორუმელი
    • Chopper გამარჯვებული
    • Bejeweled გამარჯვებული

    $_SERVER არის გლობალური ცვლადი PHP – ში რომელიც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გვაძლევს სერვერზე და მომხმარებელზე..

    $_SERVER[‘SERVER_ADDR’] – გვაძლევს ჰოსტის IP მისამართს

    $_SERVER[‘REMOTE_ADDR’]
    – გამოაქვს ის IP, რომლითაც მომხმარებელი არის შესული ვებგვერდზე

    $_SERVER[‘SERVER_NAME’] – აბრუნებს სერვერის სახელს

    $_SERVER[‘SERVER_SOFTWARE’] – გამოაქვს ვებსერვერის სახელი და ვერსია

    $_SERVER[‘PHP_SELF’] – იმ ფაილის, სკრიფტის მისამართი, რომელშიც ეს ცვლადია გამოყენებული

    $_SERVER[‘REQUEST_METHOD’] – გამოაქვს მოთხოვნის ტიპი (GET, POST, REQUEST, HEAD, ..)

    $_SERVER[‘REQUEST_TIME’] – მოთხოვნის დაწყების დრო (თაიმსტამპი), ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ PHP 5.1.0 და მაღალ ვერსიებზე

    $_SERVER[‘REQUEST_TIME_FLOAT’] – მოთხოვნის დაწყების დრო მიკროწამების სიზუსტით, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ PHP 5.4.0 და მაღალ ვერსიებზე

    $_SERVER[‘DOCUMENT_ROOT’]
    – გამოაქვს root დირექტორია (მაგალითად: /var/www/html)

    $_SERVER [‘QUERY_STRING’] – გვაჩვენებს მოთხოვნის პარამეტრებს ($_GET, $_POST, $_REQUEST) და მათ მნიშვნელობებს

    $_SERVER[‘HTTP_CONNECTION’] header-დან მიღებულ Connection-ის კონტენტს.. მაგალითად keep-alive

    $_SERVER[‘HTTP_HOST’]header-დან მიღებული Host-ის კონტენტი, ჰოსტის სახელი

    $_SERVER[‘HTTP_USER_AGENT’] header-დან მიღებული User-Agent-ის კონტენტი, ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ

    $_SERVER[‘HTTP_REFERER’] – ასევე header-დან მიღებული Referer-ის მნიშვნელობა

    $_SERVER[‘SCRIPT_FILENAME’]
    – იმ სკრიფტის მთლიანი მისამართი, რომელზეც იმყოფებით (მაგალითად: /var/www/html/test.php)

    $_SERVER[‘SERVER_ADMIN’] – აპაჩ სერვერებში, კონფიგურაციაში მინიჭებული ადმინის მნიშვნელობა (მაგალითად: webmaster@localhost)

    $_SERVER[‘SERVER_PORT’] – პორტი რომელზეც ვებ სერვერი მუშაობს

    $_SERVER[‘SERVER_SIGNATURE’] – ინფორმაცია სერვერის ვერსიის და ვირტუალ-ჰოსტის შესახებ (მაგ.: Apache/2.4.7 (Ubuntu) Server at localhost Port 80)

    $_SERVER[‘SCRIPT_NAME’] – ვებგვერდის მისამართი (root directory – ს გარეშე)

    $_SERVER[‘REQUEST_URI’] – სრული ვებგვერდის მისამართი, ის რაც ბრაუზერის url ველში წერია (დომენის გარეშე)(მაგ.: /new/id/10)

    $_SERVER[‘PHP_AUTH_DIGEST’] – როდესაც გსურთ HTTP authentication გააკეთოთ ვებგვერდზე, დაგჭირდებათ ეს ცვლადი, რომ მოთხოვნა გააგზავნოს და შეატყობინოს კლიენტს HTTP Authentication – ის შესახებ

    $_SERVER[‘PHP_AUTH_USER’] – HTTP Authentication – ის დროს შეყვანილი მომხმარებლის სახელი

    $_SERVER[‘PHP_AUTH_PW’] – HTTP Authentication – ის დროს შეყვანილი მომხმარებლის პაროლი
     

Share Page