მოგესალმები ფორუმის სტუმარო

იმისათვის რომ შეძლოთ ფორუმთან სრული წვდომა ამისათვის თქვენ უნდა იყოთ რეგისტრირებული

ფორუმზე ბევრი საინტერესო,გასართობი, პორტალია

შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ქართველებმა სასიამოვნო გარემო

რა არის .htaccess? რამდენიმე სასარგებლო მაგალითი

კატეგორია 'სხვადასხვა' started by siamski, თებ 7, 2018.

საძიებო სიტყვა:
  1. siamski

    siamski Active Member ® აღსანიშნავი წევრი ადმინისტრატორი მოდერატორი ფორუმელი
    • Chopper გამარჯვებული

    პოსტები:
    298
    ქართული მედია:
    4
    მედია ალბომი:
    2
    მიღწევა:
    58
    ქულები:
    28
    .htaccess ფაილი საშუალებას გაძლევთ Apache-ს ზოგიერთი კონფიგურაცია შეცვალოთ თქვენი შეხედულებისამებრ, რათქმაუნდა არა მთელს სერვერზე არამედ იმ დირექტორიაში და სუბდირექტორიებში სადაც ამ ფაილს განათავსებთ.. htaccess არის ფაილის გაფართოება.. htaccess არ შეიძლება იყოს როგორც file.htaccess ან index.htaccess.. მას უბრალოდ ქვია .htaccess



    htaccess.PNG

    უბრალოდ გახსენით რომელიმე text editor, ჩაწერეთ სასურველი კოდი, შეინახეთ როგორც .htaccess და ატვირთეთ თქვენს ჰოსტზე..

    განვიხილოთ თუ ძირითადად რისთვის შეგიძლიათ .htaccess ფაილის გამოყნება (მოცემული მაგალითების გარდა .htaccess-ს კიდევ ბევრი სასარგებლო რამ შეუძლია)



    1) საიტის გადამისამართება
    2) თქვენთვის სასურველი error page – ები
    3) IP – ის დაბლოკვა
    4) index – ის მაგივრად სხვა გვერდის დაყენება
    5) ფაილების გაფართოებების შეცვლა (მომხმარებელი ხედავს ასე, თორემ გაფართოება იგივეა)
    6) იმ დირექტორიაში სადაც index არ არის ფაილების სიის ჩვენების აკრძალვა
    7) site.xx – ს შეცვლა http://www.site.xx – ით (გამოიყენება SEO-ში)
    8) დროის ზონის დაყენება
    9) უნიკოდის დაყენება ყველა ფაილზე
    10) hotlinking – ის აკრძალვა
    11) ფაილების და დირეტორიების პაროლით დაცვა


    ახლა კი დავწერ უშუალოდ snippets (კოდის ნაწყვეტებს) თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები

    საიტის გადამისამართება


    Redirect http://www.yoursite.xx http://www.google.com
    ეს პატარა კოდი თქვენ საიტს (ამ შემთხვევაში http://www.yoursite.xx) გადაამისამართებს http://www.google.com – ზე



    თქვენთვის სასურველი error page – ები

    ErrorDocument 400 /error/BAD_REQUEST.html
    ErrorDocument 401 /error/UNAUTHORIZED.html
    ErrorDocument 403 /error/FORBIDDEN.html
    ErrorDocument 404 /error/NOT_FOUND.html
    ErrorDocument 405 /error/METHOD_NOT_ALLOWED.html
    ErrorDocument 406 /error/NOT_ACCEPTABLE.html
    ErrorDocument 408 /error/REQUEST_TIME_OUT.html
    ErrorDocument 414 /error/REQUEST_URI_TOO_LARGE.html
    ErrorDocument 500 /error/INTERNAL_SERVER_ERROR.html

    ეს კოდი კი გამოიტანს მითითებულ html (ამ შემთხვევაში) დოკუმენტს შესაბამის შეცდომაზე.. მაგალითად 404 error-ზე გამოიტანს /error დირექტორიაში არსებულ NOT_FOUND.html ფაილს




    IP – ის დაბლოკვა


    order allow,deny
    deny from 80.240.200.166
    deny from 80.240.201.
    allow from all

    deny from 80.240.200.166 – ბლოკავს ამ აიპს “80.240.200.166”
    deny from 80.240.201. – ბლოკავს იპებს ამ დიაპაზონში 80.240.201.0 – 80.240.201.255 (ანუ დაბლოკავს 80.240.201.1 – ს, 80.240.201.2 – ს და ასე შემდეგ 80.240.201.255 – მდე)

    ასევე თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ ყველა IP ერთის გარდა

    order allow,deny
    allow from 80.245.240.49
    deny from all

    ეს კოდი დაბლოკავს ყველა IP – ს 80.245.240.49 – ის გარდა



    Default გვერდის (index – ის) შეცვლა სხვა გვერდით


    DirectoryIndex saxeli.php saxeli.html saxeli.htm

    .htaccess – ში ამ კოდის ჩასმის შემდეგ, საიტზე index.* – ის მაგივრად გამოიყენებთ saxeli.* ფაილს




    ფაილების გაფართოებების შეცვლა

    RewriteEngine On
    RewriteRule ^(.*).html$ $1.php

    საიტზე მომხმარებლის შესვლის დროს ბრაუზერში დაეწერება, რომ ის იმყოფება index.htmlფაილში არადა ამ დროს იგი შესულია index.php – ფაილზე..


    ფაილების ჩამონათვალის აკრძალვა
    როცა დირექტორიაში არ არსებობს index ფაილი მომხმარებელი ხედავს მის შიგნით არსებული ფაილების ჩამონათვალს

    2.png

    თუ .htaccess – ში ჩასვავთ შემდეგ კოდს

    Options -Indexes

    და შემდეგ შეხვალთ მაგ მისამართზე დაინახავთ 403 forbidden შეცდომას


    www – ს დამატება საიტის მისამართში



    RewriteCond %{REQUEST_URI} !^/(robots\.txt|favicon\.ico|sitemap\.xml)$
    RewriteCond %{HTTP_HOST} !^www\.mysite\.com$ [NC]
    RewriteRule ^(.*)$ http://www.mysite.com/$1 [R=301,L]

    გამოიყენება seo – ში, რომ საძიებო სისტემამ ორ სხვადასხვა გვერდად არ აღიქვას საიტი (ანუ http://www.mysite.com და mysite.com) და არ დააკარგინოს უნიკალურობა


    დროის ზონის დაყენება


    SetEnv TZ America/Indianapolis

    საიტზე ცვლის timezone – ს





    უნიკოდი და default ენა ყველა ფაილისთვის

    AddDefaultCharset UTF-8
    DefaultLanguage en-US

    უნიკოდი ყველა ფაილისთვის – UTF-8 და ენა en_US ანუ ყველა html ფაილში არ მოგიწევთ ამის წერა

    3.png



    hotlinking – ის აკრძალვა

    RewriteCond %{HTTP_REFERER} !^$
    RewriteCond %{HTTP_REFERER} !^http://(www\.)?mysite\.xx/.*$ [NC]
    RewriteRule \.(css|gif|jpg|swf|flv|png)$ http://www.mysite.xx/mygif.gif [R=302,L]

    hotlinking არის, როცა სხვა ვებგვერდზე ჩასმულია თქვნ საიტზე ატვირთული სურათი/ვიდეო/css ან სხვა ნებისმიერი ფაილი.. ამ შემთხვევაში mysite.xx არის თქვენი საიტის მისამართი, mygif.gif არის სურათი, რომელსაც დაინახავს ყველა ვისაც მოუნდება თქვენი საიტიდან რაიმე ფაილი ჩასვას თავის საიტზე..



    ფაილების და დირეტორიების პაროლით დაცვა

    AuthName “Section”
    AuthType Basic
    AuthUserFile .htpasswd
    Require valid-user

    ეს კოდი დაამატეთ .htaccess ფაილში.. Section შეცვალეთ სასურველი დირექტორიის სახელით (რომელიც გინდათ რომ დაიცვათ პაროლით)

    შექმენით .htpasswd ფაილი იმავე დირექტორიაში სადაც htaccess არის და ლოგინი და პაროლი ჩაწერეთ შემდეგი სახით ამ .htpasswd ფაილში

    username:password

    username შეცვალეთ სასურველი ლოგინით და password შეცვალეთ სასურველი პაროლით

    საიტის დირექტორიაში კი შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგნაირად:http://username:password@mysite.xx/dir/
     
    საძიებო სიტყვა:
გთხოვთ მოითმინოთ...