მოგესალმები ფორუმის სტუმარო

იმისათვის რომ შეძლოთ ფორუმთან სრული წვდომა ამისათვის თქვენ უნდა იყოთ რეგისტრირებული

ფორუმზე ბევრი საინტერესო,გასართობი, პორტალია

შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ქართველებმა სასიამოვნო გარემო

როგორ დავაყენოთ XAMPP ანუ LAMPP ლინუქსზე?

კატეგორია 'სხვადასხვა' started by Arty, ოქტ 30, 2018.

საძიებო სიტყვა:
  1. Arty

    Arty Member ფორუმელი
    • Asteroids გამარჯვებული
    • Snake გამარჯვებული

    პოსტები:
    57
    მიღწევა:
    10
    ქულები:
    8
    პირველ რიგში გადმოვწეროთ საინსტალაციო XAMPP Installers and Downloads for Apache Friends .run ფაილი. გავხსნათ ტერმინალი (ctrl + alt + t) ვწერთ შემდეგს:

    1. cd Downloads/ - ტერმინალიდან გადავდივართ Download ფოლდერში.
    2. sudo chmod 755 xampp-linux-x64-7.2.11-0-installer.run - ვანიჭებთ წვდომას ფაილზე.
    3. sudo ./xampp-linux-x64-7.2.11-0-installer.run - ვაჭერთ (Enter) და გაეშვება საინსტალაციო.

    http://localhost - ვამოწმებთ გაეშვა თუ არა სერვერი.

    სერვერის გაშვება ტერმინალიდან:

    sudo /opt/lampp/lampp start

    სერვერის გათიშვა ტერმინალიდან:

    sudo /opt/lampp/lampp stop

    სერვერის გადატვირთვა ტერმინალიდან:

    sudo /opt/lampp/lampp restart

    LAMPP დაინსტალირებულია /opt/ ფოლდერში.

    PHP მოთავსებულია /opt/lampp/bin ფოლდერში. ვინც იყენებთ Microsoft Visual Code - ს, PHP ფაილთან მუშაობისას დაგჭირდებათ "php.validate.executablePath" მითითება, სადაც უნდა მიუთითოთ: /opt/lampp/bin/php

    ვირტუალური ჰოსტინგის ახალ მისამართზე შექმნა და მისი კონფიგურაცია:

    1. შევდივართ /opt/lampp/etc/ სადაც ვხსნით httpd.conf ფაილს და მოვნახოთ შემდეგი:
    # Virtual Host
    # Include etc/extra/httpd-vhosts.conf - სადაც ვშლით # ამ ნიშანს და ვინახავთ ფაილს.

    2. გადავდივართ ფოლდერში /opt/lampp/etc/extra/ სადაც უნდა გავხსნათ httpd-vhosts.conf ფაილი და ახალ ველში ვამატებთ შემდეგს:

    <VirtualHost *:80>
    DocumentRoot "/home/summly/Documents/nodeapp"
    ServerName nodeapp.co
    <Directory "/home/summly/Documents/nodeapp">
    AllowOverride all
    Require all granted
    </Directory>
    </VirtualHost>

    შევქმნათ ნებისმიერი სახელით ფოლდერი. ამ ფოლდერის მისამართს ვუთითებთ DocumentRoot - ში. ანუ ახლა მე შექმნილი მაქვს nodeapp ფოლდერის სადაც ვაპირებ მუშაობას. ServerName - აქ კი ვუთითებთ დომენს, რა სახელიც გვინდა. ასევე Directory - შიც უნდა მივუთითოთ ჩვენს მიერ შექმნილი ფოლდერის მისამართი.

    3. ახლა კი, რომ გვქონდეს წვდომა ჩვენს მიერ შექმნილ დომენური სახელით სერვერზე, უნდა გავხსნათ ტერმინალიდან hosts ფაილი.
    ვწერთ ტერმინალში:

    sudo nano /etc/hosts - ვაჭერთ (Enter)

    გაიხსნება hosts ფაილი, სადაც ვწერთ შემდეგს:

    127.0.0.1 nodeapp.co

    შენახვა: ctrl +x და Y (yes) - გადავტვირთოთ LAMPP და ახალი ვირტუალური ჰოსტი მზად არის, ახალ მისამართზე.
     
    Last edited: ნოე 4, 2018
    საძიებო სიტყვა:

მომხმარებლები რომლებმაც დაათვალიერა ეს თემა

გთხოვთ მოითმინოთ...