მოგესალმები ფორუმის სტუმარო

იმისათვის რომ შეძლოთ ფორუმთან სრული წვდომა ამისათვის თქვენ უნდა იყოთ რეგისტრირებული

ფორუმზე ბევრი საინტერესო,გასართობი, პორტალია

შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ქართველებმა სასიამოვნო გარემო

როგორ შევურჩიოთ თამაშებს სწორი ოპტიმიზაცია nvidia

კატეგორია 'PC თამაშები' started by siamski, აპრ 28, 2018.

  1. siamski

    siamski Active Member ® აღსანიშნავი წევრი ადმინისტრატორი მოდერატორი ფორუმელი
    • Chopper გამარჯვებული

    პოსტები:
    322
    ქართული მედია:
    4
    მედია ალბომი:
    2
    მიღწევა:
    66
    ქულები:
    28
    geowap.info-nvidia-shield-how-a-chipmaker-made-handheld-magic.jpg ნებისმიერი კომპიუტერის მფლობელი, რომელიც კომპიუტერული თამაშებითაა გატაცებული, ყოველთვის აქცევს ყურადღებას
    გრაფიკულ ოპტიმიზაციას და რეალობასთან მიახლოვებულ ანიმაციას. ჩვენ შეიძლება უახლოეს მომავალში ვიყიდოთ კომპიუტერი საუკეთესო ნაწილებით, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ვითამაშოთ ჩვენთვის სასურველი თამაში ნებისმიერ სისტემურ მოთხოვნილებაზე, მაგრამ ეს ასე არ არის. თითქმის ყოველ თვე საკმაოდ ცნობილი კომპანია NVIDIA Corporation უშვებს ვიდეო-დაფების ახალ მოდელებს და შესაბამისად ვიდეო-დაფების Driver-ებსაც, ამიტომ თითქმის შეუძლებელია განსაზღვრო ახლად ნაყიდი კომპიუტერის უნიკალურობა. სულ ახლახანს ამავე კომპანიამ მათი ვიდეო-დაფების მომხმარებლებს წარმოუდგინა პროგრამა, რომელიც მოთამაშეებს შესაძლებლობას მისცემს, სწორად მოახდინონ თამაშების ოპტიმიზაცია. ჯერჯერობით პროგრამა Beta რეჟიმში (დაუსრულებელი, მაგრამ მუშა მდგომარეობაში მყოფი) წარმოგვიდგინეს, მაგრამ უახლოეს მომავალში სრულ ვერსიაზეც მიგვიწვდება ხელი. მანამდე კი კრიტიკოსებს შეუძლიათ განიხილონ, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ეს მომხმარებლისთვის და თვითონ წარმომადგენელი კომპანიისათვის. ახლა კი გადავიდეთ ინსტრუქციაზე.


    გადმოიწერეთ NVIDIA GeForce Experience



    1.png დააკლიკეთ "Agree and Continue" - ს.

    მიუთითეთ სასურველი დირექტორია და დააინსტალირეთ.

    2.png ინსტალაციის შემდეგ შევდივართ პროგრამაში და ვაჭერთ "Optimize All"-ს.

    გავტესტე ვინდოუს 7 ზე და ყველაფერი რიგზეა



     
გთხოვთ მოითმინოთ...