მოგესალმები ფორუმის სტუმარო

იმისათვის რომ შეძლოთ ფორუმთან სრული წვდომა ამისათვის თქვენ უნდა იყოთ რეგისტრირებული

ფორუმზე ბევრი საინტერესო,გასართობი, პორტალია

შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ქართველებმა სასიამოვნო გარემო

სმაილიკი smile შექმნის ისტორია

კატეგორია 'მხატვრობა' started by siamski, ივნ 3, 2018.

  1. siamski

    siamski Active Member ® აღსანიშნავი წევრი ადმინისტრატორი მოდერატორი ფორუმელი
    • Chopper გამარჯვებული

    პოსტები:
    322
    ქართული მედია:
    4
    მედია ალბომი:
    2
    მიღწევა:
    66
    ქულები:
    28
    ბუღალტერი.jpg
    სმაილიკი (smile) - პირველად ყვითელი, მომღიმარე სახე დახატა ამერიკელმა მხატვარმა ჰარვი ბოლლმა (Harvey Ball).

    სმაილიკებს (smile - ღიმილი) ინტერნეტში ეძახიან ნიშნებს, რომლებიც შედგება სასვენი ნინებისგან, ასოებისგან და ციფრებისგან, რომლებიც აღნიშნავენ რაიმე ტიპის ემოციას.

    1960 - იანი წლების ამერიკაში დაიწყო მსვილი სადაზღვევო კომპანიების შერწყმის პროცესი. პროცესი მიმდინარეობდა მტკივნეულად და დაეტყო თანამშრომლების ასე ვთქვათ კორპორატიულ მორალს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მომავლის სრულმა ბუნდოვანებამ ისინი გახადა დაბნეულები და მოწყენილები.

    კომპანიის State Mutual Life Assurance Cos. of America წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს აემაღლებინათ თავიანთი თანამშრომლების 'საბრძოლო სული" და გაეცინებინა ისინი კლიენტებთან შეხვედრების დროს, ტელეფონზე საუბრისას თუ დოკუმენტებთან მუშაობისას.

    harvi.jpg
    ამ მიზნის მისაღწევად გადაწყდა მიემართად ორიგინალური სარეკლამო კამპანიისთვის. მაგრამ საჭირო იყო რაღაც მკვეთრად დასამახსოვრებელი სიმბოლო და 1963 წლის დეკემბერში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა მიმართეს მხატვარს ჰარვი ბოლლს.

    როგორც შემდეგ ბოლლი იხსენებდა სამუშაოში მან დახარჯა არა უმეტეს 10 წუთისა და მას გადაუხადეს ჰონორარი 45 დოლარის ოდენობით. და ეს 45$ იყო ერთადერთი თანხა, რომელიც მას აქვს აღებული სმაილიკის შექმნაში. მას არც ის უნდოდა, რომ დაერეგისტრირებინა სიმბოლო როგორც სავაჭრო მარკა, არ იცავდა თავის საავტორო უფლებებს და მისი შვილის ჩარლზ ბოლლის თქმით არასდროს არ ნანობდა ამას.

    პირველი სმაილიკი გაკეთებული იყო ბროშის სახით და დაურიგდათ კომპანიის თანამშრომლებს და კლიენტებს.

    სმაილიკის ბროშებმა თანამშრომლებშიც და კლიენტებშიც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს და კომპანიამ ამის გამო ცოტა ხანში შეუკვეთა 10 000 ცალი ასეთი ბროში.

    მაგრამ მთელს მსოფლიოში ცნობილი სმაილიკი გახდა მხოლოდ 1970 წელს, როდესაც ორმა ესპანელმა ძმამ მოიფიქრეს სიმბოლოსთვის სლოგანი "Have a Happy Day".

    ღიმილიანი სიმბოლო ასეთი დევიზით მაშინვე გახდა ჰიტი და მალე სმაილიკი გამოჩნდა ემბლემებზე, სხვადასხვა ბარათებზე, მაისურებზე და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრგან.

    რა თქმა უნდა არავის არ უფიქრია საავტორო უფლებებზე. ამერიკის საფოსტო სამსახურმა სმაილიკით საფოსტო მარკაც კი გამოუშვა.

    1971 წელს ფრანგმა ბიზნესმენმა ფრანკლინ ლოუფრანიმ დაარეგისტრირა მომღიმარი სახე როგორც სავაჭრო მარკა 80-ზე მეტ ქვეყანაში. იგი ირწმუნებოდა, რომ სმაილიკი მან გამოიგონა 1968 წელს პარიზში.

    ლოუფრანიმ დააფუძნა კორპორაცია Smiley Licensing და რამდენიმე წელიწადში საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო. იგი მუშაობდა ბევრ ქვეყანაში, მხოლოდ არა ამერიკაში.

    ბოლლს არ წარუდგენია სარჩელი ლოუფრანის მიმართ. მაგრამ გამოჩნდნენ სხვებიც, ვინც ასევე ითვისებდა სმაილიკის შექმნას.

    ბოლოს და ბოლოს ბოლლმა დაარეგისტრირა სმაილიკის თავისი ვერსია, რომელშიც ჩართო თავისი ინიციალები. მისი თქმით " არ ყოფილა არაფერი გაკეთებული ასე მარტივად, რომელიც ყველასთვის გახდა ასეთი გასაგები".

    ball_1.jpe
    უკვე ასაკში მყოფმა ბოლლმა 1 ოქტომბერს დააარსა ღიმილის საერთაშორისო დღე (World

    Smile Day). იგი თვლიდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დღე "მიძღვნილი კარგი განწყობისთვის და კეთილი საქმეებისთვის". შვილების გადმოცემით იგი იყო ბედნიერი ადამიანი.

    ბოლლი გარდაიცვალა 2001 წლის 12 აპრილს 79 წლის ასაკში.

    ჰარვი ბოლლის მიერ დაარსებულ "მსოფლიო ღიმილის კორპორაციას" (World Smile Corporation) ხელმძღვანელობს მისი შვილი ჩარლზი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს ვის მიერ და სად გამოიყენება სმაილიკის მარკა. "ჩვენი მისიაა შექმნა, გაყიდვა და ლიცენზირება მარკის Harvey Ball Signature Smiley ქვეშ.

    ჰარვი ბოლლის ხელმოწერა არის პროდუქციის ორიგინალობის გარანტი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელი მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ ხმარდება ქველმოქმედებას. "ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს მთელს მსოფლიოში" - ეს ჩარლზ ბოლლის სიტყვებია.
     
გთხოვთ მოითმინოთ...